Thermex Sonne 12 Wi-Fi ცენტრალური გათბობის ელექტრო ქვაბი

4670033319217
1420,00
GEL
ცენტრალური გათბობის ელექტრო ქვაბი ThermexSonne 12 Wi-Fi

შესანიშნავი გადაწყვეტილებაა დამოუკიდებელი გათბობის სისტემის შესაქმნელად. მაღალეფექტური და ფუნქციონალური ქვაბი ხასიათდება მთელი რიგი თავისებურებებით, რაც მას სხვა სერიებისგან გამოარჩევს. სიმძლავრის ექვსი არჩევანი საშუალებას მოგცემთ გაათბოთ ნებისმიერი ფართობის შენობა. მოხერხებული ელექტრონული მართვა ჩაშენებული დიაგნოსტიკის სისტემითა და მრავალდონიანი დაცვის სისტემით უზრუნველყოფს მოწყობილობის კომფორტულ გამოყენებას და მის საიმედოობაში დარწმუნებულობას. გათბობის რამდენიმე რეჟიმი და სამსვლიანი სარქველის (კლაპნის) მიერთების შესაძლებლობა სათბობი ქვაბის უდავო უპირატესობას წარმოადგენს.

Thermex Sonne 12 Wi-Fi-ის უპირატესობები:
  • 6 1-ში. Thermex Sonne სათბობი ქვაბის გამორჩეული თავისებურებაა სიმძლავრის რეგულირება, რომელიც დაყოფილია ექვს საფეხურად. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სიმძლავრის ვარიანტები: 2, 4, 6, 8, 10 ან 12 კვტ. სიმძლავრის დაყენება ხდება მართვის ძირითადი პლატიდან, ხოლო პლატაზე არსებული ბერკეტების მეშვეობით შესაძლებელია ქვაბის მაქსიმალური სიმძლავრის შეზღუდვა. მინიმალური სიმძლავრის დროს ქვაბს შეუძლია გაათბოს 50 მ²-მდე ფართობის შენობა, ხოლო სიმძლავრის გაზრდისას – 120 მ²-მდე. ასევე, ელექტრო ქვაბს აქვს უნივერსალური მიერთება: ერთფაზიან ან სამფაზიან ქსელთან, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მოწყობილობის მონტაჟს, გამართვასა და ექსპლუატაციას.
  • საიმედო გამაცხელებელი მოდული. ქვაბის შიგნით დამონტაჟებულია ალუმინ-მაგნიუმის შენადნობის მაღალეფექტური თბომცვლელი (თბოგადამცემი), რომელიც გამოირჩევა გათბობის მაღალი სიჩქარითა და საიმედოობით. თავად თბომცვლელი მიეკუთვნება მშრალი გაცხელების ტიპს, რომელიც დამატებით არის დაცული ნადებისა და კოროზიისგან, ვინაიდან გამაცხელებელი ელემენტი და წყალი გაყოფილია და ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვთ. თბომცვლელის ხარისხი დასტურდება ცალკეული გარანტიით – 4 წელი.
  • თანამედროვე ტექნოლოგიები. Sonne-ს ელექტრო ქვაბის მართვა ხორციელდება ფრონტალურ მხარეს არსებული ელექტრონული პანელიდან ან აპლიკაცია Thermex Home-ის მეშვეობით. დისპლეიზე გამოტანილია ყველა საჭირო ინდიკაცია და მართვის ღილაკი. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სიმძლავრის შერჩევა სამი მოცემული ვარიანტიდან: ტურბო, ეკო ან სამომხმარებლო (წინასწარ დაყენებული ტემპერატურული რეჟიმებით). ასევე შესაძლებელია ტემპერატურის დარეგულირება და მისი მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაწერაც კი, შემდგომი ავტომატური რეპროდუცირებისთვის. ინფორმაციული დისპლეი ასახავს გაცხელების, წნევის, ტემპერატურის ინდიკაციებს, ტუმბოს მუშაობას და სხვა. ხოლო მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის რეალიზებულია დისტანციური მართვა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქვაბის მუშაობის მორგება ამინდის პირობებზე, მუშაობის სცენარების გაწერა დღეების ან საათების მიხედვით, და რაც მთავარია – მოწყობილობის მუშაობის მდგომარეობის კონტროლი ნებისმიერი მანძილიდან.
  • გათბობა და ცხელი წყალმომარაგება (GVS). Sonne-ს სერია ითვალისწინებს მუშაობას რადიატორების გათბობის ან თბილი იატაკის რეჟიმში, ასევე აქვს სამსვლიანი სარქველის მიერთების და გათბობის სისტემიდან ცხელი წყალმომარაგების (ГВС) გაცხელების შესაძლებლობა. ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია შექმნას სრულფასოვანი გათბობის სისტემა და გადაჭრას ცხელი წყლით მომარაგების საკითხი აგარაკზე ან ქალაქგარეთა სახლში. რეკომენდებული თბომატარებელია – გამოხდილი (დისტილირებული) წყალი ან პროპილენგლიკოლის ბაზაზე დამზადებული სერტიფიცირებული ანტიფრიზი (გაუყინავი სითხე), რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განზავდეს მომზადებული წყლით.
  • უსაფრთხოებისა და კომფორტის მაღალი დონე. ხარისხიანი მასალები – მოწყობილობის საიმედო და ხანგრძლივი მუშაობის გარანტიაა. ქვაბს აქვს ჩაშენებული ტუმბო და 6 ლიტრი მოცულობის გაფართოების ავზი. ასევე, Thermex Sonne-ში რეალიზებულია უსაფრთხოების მრავალსაფეხურიანი სისტემა. გაუმართაობის წარმოქმნის შემთხვევაში, ქვაბის დისპლეიზე გამოისახება შეცდომის შესახებ მანიშნებელი ინდიკაციები. გაყინვისგან ორდონიანი დაცვა რეაგირებს ტემპერატურის 8 ⁰C-ზე დაბლა დაცემისას ცირკულაციური ტუმბოს ჩართვით გათბობის სისტემაში თბომატარებლის შესარევად, ხოლო 5 ⁰C-ზე დაბლა – ტუმბოს ჩართვითა და თბომატარებლის შეთბობით. სათბობი ქვაბის გამორთვისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემთხვევაში, აღდგება ბოლო პარამეტრები.

ტექნიკური მახასიათებლები:
ქსელის პარამეტრები, ვ/ა     220~/380~
ელექტრო სიმძლავრის რეჟიმები, ვტ         2000/4000/6000/8000/10000/12000
მაქს. გათბობის ფართობი, მ² 120
მართვის ტიპი    ელექტრონული
ტემპერატურის დიაპაზონი გათბობის კონტურში (რადიატორები), ⁰C     30-85
ტემპერატურის დიაპაზონი გათბობის კონტურში (თბილი იატაკი), ⁰C 25-60
ტემპერატურის დიაპაზონი ცხელი წყალმომარაგების (ГВС) კონტურში, °C    30-60
გათბობის მიერთება   G3/4
მაქს. წყლის წნევა, მპა 0.3
განთავსების ტიპი       კედლის
მინიმალური სამუშაო წნევა, მპა   0.05
IP კლასი    IPX1
ელექტროდენით დაზიანებისგან დაცვის კლასი     1
გაფართოების ავზის მოცულობა, ლ       6
Wi-Fi Motion        დიახ
ჩაშენებული ტუმბო    დიახ
მუშაობს ალისასთან (Алиса) დიახ
თბომატარებლის ტიპი         მომზადებული წყალი, პროპილენგლიკოლი
სამსვლიანი სარქველის მიერთება დიახ
სიმაღლე, მმ        600
სიღრმე, მმ 236
სიგანე, მმ  390
წონა, კგ     21
შეფუთვის სიგანე, მმ  470
შეფუთვის სიღრმე, მმ 325
შეფუთვის სიმაღლე, მმ        700
შეფუთვის წონა, კგ      23
მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი
გარანტია გამაცხელებელმოდულზე, თვე      48
გარანტია ნაკეთობაზე, თვე 24


კომპლექტაცია:
  • ექსპლუატაციის სახელმძღვანელო
  • სამონტაჟო ნაკრები
  • კაბელი მავთულიანი თერმოსტატის მისაერთებლად

Thermex Sonne 12 Wi-Fi-ის თავისებურებები:
  • ალუმინ-მაგნიუმის შენადნობის მშრალი გაცხელების თბომცვლელი
  • სიმძლავრის ფართო არჩევანი: 2, 4, 6, 8, 10 და 12 კვტ
  • 6 ლიტრიმოცულობის გაფართოების ავზი
  • მუშაობა გათბობისა და ცხელი წყალმომარაგების (ГВС) სისტემებთან
  • დისტანციური მართვა Wi-Fi-ით
  • თვითდიაგნოსტიკის სისტემა