იმედიანობა და გამძლეობა AISI304 მარკის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული შიდა ავზი უზრუნველყოფს სტაბილურ და ხანგრძლივ მუშაობას, რასაც ადასტურებს ხანგრძლივი საგარანტიო ვადა — 7 წელი. ცხელი წყლის სწრაფი მიწოდება რეცირკულაციის მილის (პატრუბკის) არსებობა საშუალებას იძლევა უზრუნველყოფილ იქნას ცხელი წყლის რეცირკულაცია შენობის ნებისმიერ წერტილში მისი მომენტალური მიწოდებისთვის. დაბალი ხარჯები პოლიურეთანის მაღალი სიმკვრივის თბოიზოლაცია საშუალებას იძლევა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს ცხელი წყლის ტემპერატურა მოლოდინის რეჟიმში, გათბობისთვის დამატებითი ხარჯების გარეშე. სტაბილური ცხელი წყალმომარაგება სამი ტიპური ზომა და სპირალური თბომცვლელის (გველგვირას) 2 ვარიანტი უზრუნველყოფს ირიბი გაცხელების ბოილერის შერჩევის მოქნილობას ცხელი წყლის მომზადების პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანისთვის. მომსახურების სიმარტივე ირიბი გაცხელების ბოილერები აღჭურვილია დამცავი ანოდითა და სარევიზიო ფლანეცით მომსახურებისა და გაწმენდისთვის, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ცხელი წყლის ჰიგიენის მაღალი სტანდარტები მოწყობილობის მთელი მუშაობის ვადის განმავლობაში.