სიახლეები

თერმექსის გამაცხელებელი ელემენტების ტიპები

გამაცხელებელი ელემენტები (ე.წ. ტენი) წყლის გამაცხელებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მათ დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან გამაცხელებელი ელემენტი უნდა იყოს ეფექტური, ეკონომიური, გამძლე და კოროზიის მიმართ მდგრადი. მოთხოვნები ბევრია, მასალებიც, მაგრამ დღეისთვის, ჩვენ მოვიძიეთ 7 საიმედო გადაწყვეტილება – სპილენძის ტენი, SilverHeat, TitaniumHeat, BioGlassHeat, EcoDryHeat, InoxDryHeat და CeramicHeat. ყველა ეს ტენი ორ ტიპად იყოფა – ჩასაძირი და მშრალი. ჩასაძირი გამაცხელებელი ელემენტი უშუალოდ არის ჩაძირული წყალში და კონტაქტშია მასთან, ხოლო მშრალში გამაცხელებელი ელემენტები მოთავსებულია დამცავ კოლბებში და არ ეხება წყალს. ყველაფერი მარტივია. ახლა კი რამდენიმე სიტყვა თითოეული ტიპის გათბობის შესახებ.

სპილენძის ტენი

სპილენძის მილისებური გამაცხელებელი ელემენტი, წყლის გამაცხელებლების წარმოების კლასიკა. სპილენძი გამოცდილი მასალაა, მას აქვს შესანიშნავი თბოგამტარობა და კარგი რეპუტაცია ტენებს შორის.

SilverHeat

სპილენძის ტენი, დაფარული დამცავი შენადნობით. ასეთ ტენს აქვს იგივე თბოგამტარობა, რაც სპილენძისას, მაგრამ აღჭურვილია საფარით, რომელიც იცავს მას დაჟანგვისგან წყლის ზემოქმედების ქვეშ.

TitaniumHeat

კომპანიის მიერ შემუშავებული უჟანგავი ფოლადის ტენი ტიტანის დამატებით. ასეთი გამათბობელი ელემენტი უფრო გამძლეა სხვადასხვა მიმართულებით ტემპერატურული დატვირთვისას - გაცხელებისა და გაცივებისას - და დაცულია კოროზიისგან. გამძლე და საიმედო ვარიანტია.

BioGlassHeat

ასევე დამზადებულია ნერჟავი ფოლადისგან, მაგრამ აქვს სპეციალური საფარი - BioGlassPorcelain. ჩვეულებრივ, ეს შემადგენლობა იცავს შიდა ავზს კოროზიისგან, მაგრამ BioGlassHeat-ში BioGlassPorcelain აძლიერებს ლითონის დაცვას დაჟანგვისგან და დამატებით იცავს ტენზე ნადების დალექვისგან.

EcoDryHeat

ორმაგი გამაცხელებელი ელემენტი, რომელიც მოთავსებულია ფოლადის კოლბაში BioGlassPorcelain საფარით. ის არის მძლავრი, ენერგოეფექტური, საიმედოდ დაცული კოროზიისგან კოლბის მეშვეობით, რაც მას გამძლეს ხდის. თუ ასეთი ტენი გადაიწვება - მისი გამოცვლა წყლის დაცლის გარეშეა შესაძლებელი. კოლბაზე შესაძლებელია ნადების დალექვა, თუ წყალი ხისტია.

InoxDryHeat

ასევე ორმაგი მძლავრი გამაცხელებელი ელემენტი, ის მოთავსებულია უჟანგავი ფოლადის კოლბაში. InoxDryHeat მდგრადია კოროზიის მიმართ, გამოირჩევა გამძლეობით და კარგი სითბოს გადაცემით. მისი გამოცვლაც შესაძლებელია წყლის დაცლის გარეშე.

CeramicHeat

ალბათ, ყველაზე ორიგინალურია Thermex-ის გამაცხელებელი ელემენტების კოლექციაში. ის წარმოადგენს კერამიკულ ბლოკებს, შემოხვეულს გამათბობელი ძაფით - კერამიკა თანაბრად თბება, უფრო დიდხანს გასცემს სითბოს, არის ეკონომიური და ხელს უწყობს ნადების რაოდენობის შემცირებას გათბობის თანაბრობის ხარჯზე. კერამიკული ბლოკები მოთავსებულია კოლბაში BioGlassPorcelain საფარით, რომელიც იცავს გამაცხელებელ ელემენტს კოროზიისგან.

გამაცხელებელი ელემენტის არჩევანი ბევრ პირობაზეა დამოკიდებული, მათ შორის წყლის სიხისტეზე, სიმძლავრის შესაძლო პარამეტრებზე, ფასზე და პირად პრეფერენციებზე. მაგრამ შერჩევის პრინციპი, თერმექსის მოსაზრებით რჩება უცვლელი - აირჩიეთ საუკეთესო!
2025-08-26 15:49