რატომ არის საჭირო ანოდი წყლის გამაცხელებელში?
ანოდის მთავარი ფუნქციაა წყლის გამაცხელებლის შიდა ავზის დაცვა კოროზიისგან. ისინი ორი ტიპისაა - მაგნიუმის (გამოიყენება წყლის გამაცხელებლებში შიდა ავზის მინანქარიანი, ე.წ. „ემალირებული“დაფარვით) და ალუმინის (გამოიყენება წყლის გამაცხელებლებში უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული შიდა ავზებით).
ექსპლუატაციის პროცესში დამცავი მინანქარი იფარება პატარა ბზარებით, რომლითაც წყალი აღწევს ლითონამდე, რის შემდეგაც ლითონის განადგურება დროის საკითხია.
უჟანგავი ფოლადი პრაქტიკულად თავისუფალია ამ პრობლემისგან, მაგრამ შედუღების წერტილები (ნაკერები) მაინც შეიძლება დაზიანდეს კოროზიის შედეგად.
ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის გამაცხელებლების შიდა ავზის ჰერმეტულობაზე - ექსპლუატაციის ინტენსივობა და წყლის ქიმიური შემადგენლობა.
მომსახურების ხანგრძლივობაზე უარყოფითად მოქმედებს მარილების, მინარევების არსებობა და წყლის ჟანგბადით გამდიდრების მაჩვენებელი.
ანოდის მუშაობის პრინციპი ეფუძნება გამტარების გალვანურ ურთიერთქმედებას. რკინა (ფოლადი) ნაკლებად ელექტროუარყოფითია ვიდრე მაგნიუმი ან ალუმინი, ასე რომ, თუ არსებობს ელექტრული კავშირი, პირველი არ იჟანგება ამ უკანასკნელის თანდასწრებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანოდი "მიზიდავს" ჟანგბადის იონებს თავისკენ, რითაც იცავს შიდა ავზის კედლებს.
ამ "დამცველის" სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე, რაც დამოკიდებულია ექსპლუატაციის პირობებზე. ანუ, ანოდის ჩანაცვლების სიხშირე თითოეული კონკრეტული გამაცხელებლისთვის საჭიროა განისაზღვროს ინდივიდუალურად. მწარმოებელი რეკომენდაციას უწევს მოწყობილობის მუშაობის დაწყებიდან სამიდან ოთხ თვეში პირველი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას და, მიღებული მონაცემების საფუძველზე, შემდგომი სიხშირის განსაზღვრას.

სურათზე, ანოდი ექსპლუატაციის დაწყებამდე და ერთი წლის შემდეგ
ამავდროულად, ანოდი აადვილებს ნადების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც მას ფხვიერს და ნაკლებად გამძლეს ხდის.
მთავარი ელემენტი, რომელიც აბინძურებს გათბობის ელემენტის ზედაპირს, არის კალციუმის მარილები, ყველაზე ხშირად კარბონატები.
ანოდი ვერ იცავს ამ პროცესისგან, მაგრამ ხდის მას ნაკლებად პრობლემურად. როდესაც ანოდი ურთიერთქმედებს კარბონატებთან, ხდება ჩანაცვლება, რის შედეგადაც გამაცხელებელ ელემენტზე (ე.წ. ტენზე) დეპონირდება მაგნიუმის მარილები, რომლებსაც აქვთ ფხვიერი და რბილი სტრუქტურა. მათი ამოღება ძალიან ადვილია მექანიკურად, თავად გათბობის ელემენტის დაზიანების რისკის გარეშე.
ყოველივე ზემოთქმულიდან ირკვევა, რომ ანოდი წარმოადგენს სახარჯ მასალას და ექსპლუატაციის დროს ის თანდათან იჟანგება და იშლება. ამიტომ პერიოდულად უნდა შეიცვალოს. წყლის გამაცხელებლების რიგ მოდელებში (კერძოდ, მინანქარით დაფარული, ფოლადისგან დამზადებული შიდა ავზებით), ანოდის ყოველწლიური გამოცვლა აუცილებელი პირობაა მწარმოებლის გარანტიის შესანარჩუნებლად
ანოდის შესარჩევად მიჰყევით ბმულს
ანოდის გამოცვლის სერვისის შესაკვეთად მიჰყევით ბმულს