ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10-დან საღამოს 18 საათამდე დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 27 38 22 (ვოტსაპი, ვაიბერი) ან ელ ფოსტის საშუალებით georgia@thermex.com
დამატებითი სერვისები
წყლის ელექტროგამაცხელებლის ავზის გამორეცხვის მომსახურება (ფასიანი სერვისი)
სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც წყალსადენების გამო ჩვენს ბინებში მიეწოდება არასაკმარისად გაწმენდილი წყალი, რომელიც შეიცავს ქვიშას და სხვა ნაწილაკებს. გარდა ამისა, ბუნებრივი პროცესების გამო, ავზში შეიძლება წარმოიქმნას ე.წ. ნადები. შედეგად ვიღებთ სურათს, სადაც საჭიროა შიდა ავზის დასუფთავება, რათა თავიდან ავიცილოთ ტექნიკის დაზიანება და შევინარჩუნოთ საგარანტიო მომსახურება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად დაგვიკავშირდით ჩვენს საფირმო ან ავტორიზებულ სერვის ცენტრებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მოდელზე, მოცულობაზე, მონტაჟის ადგილზე და სხვა ფაქტორებზე.
ანოდის შეცვლა (ფასიანი სერვისი)
ანოდის პერიოდული შეცვლა განეკუთვნება ე.წ. პერიოდულ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს და წარმოადგენს აუცილებელ პირობას საგარანტიო ვადის შესანარჩუნებლად. ანოდის შეცვლისთვის დაუკავშირდით ჩვენს საფირმო ან ავტორიზებულ სერვის ცენტრებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მოდელზე, ლოკაციაზე და სხვა ფაქტორებზე. ანოდის შერჩევა შეგიძლიათ ბმულზე. გაეცანით საინტერესო სტატიას ანოდის დანიშნულებაზე ჩვენს ბლოგში
საგარანტიო ჩართვის სერვისი (უფასო სერვისი)
ელექტრო წყალგამაცხელებლის პირველადი გაშვების (საგარანტიო ჩართვის) სერვისი განეკუთვნება საგარანტიო სამუშაოებს და არის უფასო პროცედურა. დაგვიკავშირდით და ჩვენი ტექნიკური სპეციალისტი დაგეხმარებათ ტექნიკის მონტაჟის სისწორეს შემოწმებაში და გამაცხელებლის პირველ გაშვებაში. მომსახურების მიღება შესაძლებელია დისტანციურად, ვიდეოზარის მეშვეობით. მომსახურების მისაღებად შესაძლებელია დაგვჭირდეს წინასწარი ჩაწერა.
მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაძლებელია გახანგრძლივებული საგარანტიო ვადის დადგენა, რისთვისაც საჭიროა მიმართვის დაფიქსირება ელ ფოსტაზე georgia@thermex.com. განაცხადში დააფიქსირეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონი და ჩვენი სპეციალისტი დაგიკავშირდებათ პირობების დასადგენად. მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე და გამოითვლება ინდივიდუალურად