მომხმარებელთა საყურადღებოდ!

გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის არიდების მიზნით, გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ შპს ,,თერმექს.ჯი“-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს.

·კომერციული საგარანტიო მომსახურება ფარავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ პირობებს.
·თერმექსი, THERMEX, ATT, ETALON, GARANTERM, EDISSON, REDRING, AQUAVERSO, HEATEQ ბრენდების შეძენიდან 1 წლის განმავლობაში შპს ,,თერმექს.ჯი“-ის მომხმარებელი ისარგებლებს 10%-მდე ფასდაკლებით შპს ,,თერმექს.ჯი“-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში (აღნიშნული ეხება როდესაც არსებული დაზიანება/დეფექტი არ არის გამოწვეული თავდაპირველი ნაკლით და სახეზეა მომხმარებლის ბრალეულობა);
·თერმექსი, THERMEX, ATT, ETALON, GARANTERM, EDISSON, REDRING, AQUAVERSO, HEATEQ ბრენდების ტექნიკის - კომერციული საგარანტიო პირობებში შეძენიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში, აღმოჩენილი ტექნიკური/თავდაპირველი წუნის შემთხვევაში, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, იცვლება ახლით (იცვლება მხოლოდ ნაწილი და არა სრული კომპლექტაცია), დიაგნოსტირების შემდგომ 30 სამუშაო დღის ვადაში (უშუალოდ დიაგნოსტირება გულისხმობს 2-7 სამუშაო დღეს);
შენიშვნა: ზემოხსენებული 14 (თოთხმეტი) დღიანი ვადა ვრცელდება დისტანციურ (ონლაინ ვაჭრობისას) ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე, ხოლო ნებისმიერი პროდუქტის შპს ,,თერმექს.ჯი“-ის ფილიალში შეძენის შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი საგარანტიო პირიობებით განსაზღვრული 7 (შვიდი) დღიანი ვადა (ფილიალის საგარანტიო პირობებსა და უკან დაბრუნების პოლიტიკაზე გაცნობა შეგიძლიათ ადგილზე).
·კომერციული საგარანტიო მომსახურების მისაღებად საგარანტიო ბარათზე აუცილებელია მითითებული იყოს შემდეგი ინფორმაცია: ტექნიკის დასახელება, სერიული/კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლის და მყიდველის ხელმოწერები. წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნიკაზე კომერციული გარანტია არ ვრცელდება;
·კომერციული გარანტიის ფარგლებში ნივთი იცვლება, თუ ნივთს გახსნისთანავე (ყიდვის მომენტში) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი (აუცილებელია ნივთის ვიზუალური დათვალიერება ყიდვის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით);
·კომერციული გარანტიის ფარგლებში, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, თერმექსი, THERMEX, ATT, ETALON, GARANTERM, EDISSON, REDRING, AQUAVERSO, HEATEQ -ის ტექნიკა იცვლება, თუ შეძენიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში აღმოაჩნდა თავდაპირველი ნაკლი, რომელიც დადასტურებული იქნება შპს ,,თერმექს.ჯი“-ს ავტორიზებული სერვისცენტრის მიერ. პროდუქტს პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშე უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული და წარმოდგენილი იქნას სრული კომპლექტაციითა და დაუზიანებელი ყუთით (არ იგულისხმება ყუთის გახსნა);
შენიშვნა: ზემოხსენებული 14 (თოთხმეტი) დღიანი ვადა ვრცელდება დისტანციურ (ონლაინ ვაჭრობისას) ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე, ხოლო ნებისმიერი პროდუქტის შპს ,,თერმექს.ჯი“-ის ფილიალში შეძენის შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი საგარანტიო პირიობებით განსაზღვრული 7 (შვიდი) დღიანი ვადა (ფილიალის საგარანტიო პირობებსა და უკან დაბრუნების პოლიტიკაზე გაცნობა შეგიძლიათ ადგილზე).