საგარანტიო პირობები
საგარანტიო პირობები არ მოქმედებს:
  • საგარანტიო ბარათში (ტალონში) და ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში ჩამოთვლილი სამონტაჟო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში
  • მოწყობილობის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში (ტექნიკურ პასპორტში) მითითებული პერიოდული პროფილაქტიკური სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში
  • საგარანტიო ტალონის დაკარგვის ან ვერ წარმოდგენის შემთხვევაში
  • საგარანტიო ტალონზე სერვისცენტრის ბეჭდის უქონლობისას
  • არასრულად შევსებული საგარანტიო ტალონის შემთხვევაში
  • პროდუქციის თვითნებური დემონტაჟის დროს, რომელიც არ არის შეთანხმებული სერვისცენტრთან
  • თუ პროდუქციაზე მოხდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება სხვა ნებისმიერი პირისგან, რომელიც არ არის სერვისცენტრის წარმომადგენელი
  • თუ დაზიანება გამოწვეულია მყიდველის მიერ არასწორი ექპლუატაციის შედეგად
  • თუ დაზიანება გამოწვეულია წყლის, ელექტრო ან გაზის სისტემის ძაბვის/წნევის
    არამდგრადობით ან/და პროდუქციის შესაბამის ნორმებთან შეუსაბამობით
  • თუ დაზიანება გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად
  • თუ დაზიანება გამოწვეულია ნაკეთობაში უცხო სხეულის ან სითხის მოხვედრით
  • თუ შეუძლებელია პროდუქციის სერიული ნომრის დადგენა, რომელიც გამოწვეულია მისი მოშორებით წაშლით ან გადაკეთებით
  • თუ დაზიანება გამოწვეულია არასწორი ტრანპორტირების, შენახვის, არასათანადო კლიმატური და სხვა სახის ზემოქმედებისგან
  • თუ დაზიანება გამოწვეულია პროდუქციის დამიწების არქონით
  • თუ დამატებითი დანადგარები: ფილტრი, წნევის დამდგენი, მანომეტრი და ა.შ. არის დაყენებული არასწორად
  • თუ პროდუქციაზე არასწორად იქნა მიერთებული გათბობის ან/და ცივი-ცხელი წყლის კონტურები
  • თუ დაზიანება გამოწვეულია პროდუქციის ღია სივრცეში შესაბამისი იზოლაციის გარეშე მონტაჟით.
  • გარანტია არ ვრცელდება პროდუქციის ექსპუატაციაში შესვლის შემდეგ, მისი კორპუსის ზედაპირის ფერის შეცვლაზე (გახუნებაზე), მეტალის კოროზიაზე, საღებავის და ემალის გარე დაფარვაზე.
  • პროდუქციის საწარმოო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში (კომერციული, სისტემური, კვების ობიექტი, საწარმო და ა.შ) საგარანტიო ვადა განსხვავებულია სტანდარტულისგან და მისი შეთანხმება ხდება წინასწარ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • სერვის ცენტრის სპეციალისტის გამოძახება, რომელიც არ არის განპირობებული საგარანტიო შემთხვევით, განიხილება როგორც საკონსულტაციო ვიზიტი და არის ფასიანი საგარანტიო პერიოდის განმავლობაშიც.

  • სერვის ცენტრის სპეციალისტის საკონსულტაციო ვიზიტის ღირებულება შეადგენს 50 ლარს

მწარმოებლის გახანგრძლივებული საგარანტიო ვადა

  • მწარმოებლის გახანგრძლივებული საგარანტიო ვადა შემნახველი ტიპის წყლის გამაცხელებლის ცალკეულ ნაწილზე - შიდა ავზზე. შიდა ავზს ყველაზე მეტად ემუქრება მწყობრიდან გამოსვლა, რადგან ის მუდმივად იმყოფება მაღალი წნევის, წყლის ჟანგვითი ეფექტისა და მრავალმიმართული ტემპერატურული დატვირთვის ქვეშ. Thermex-ი აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო შიდა ავზებს, რომლებზეც ვრცელდება გაფართოებული გარანტია 36-დან 84 თვემდე. გარანტია მოიცავს გამჭოლ კოროზიას ან გაჟონვას, ექსპლუატაციის წესებისა და მოვლის სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში.

  • მწარმოებლის გარანტიის მოქმედების ვადა მოგროვებითი ტიპის წყლის გამაცხელებლის ყველა კომპონენტზე, სათანადო ექსპლუატაციისა და დროული, სათანადო მოვლა-პატრონობის გათვალისწინებით (წყლის გამაცხელებელზე მიმაგრებული ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად) შეადგენს 2 (ორი) წელს. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მოწყობილობის მომხმარებლისთვის გაყიდვის დღიდან, გარდა შემთხვევებისა, როდესაც გადავადებული მონტაჟი შეთანხმებული იყო კომპანიის წარმომადგენლობასთან.